კავიანის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიურმა კვლევებმა შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ნაშთები გამოავლინა. აღმოჩენებს შორისაა მარანი ხუთი ქვევრით, თონე, კლდეში ნაკვეთი წყლის რეზერვუარი და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი.

აღნიშნული ციხე აჭარისწყლის ხეობის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. ოთოლთასა (ჭვანის ციხე) და ჩანჩხალოს ციხესთან ერთად იგი აკონტროლებდა ამ ტერიტორიაზე გამავალ მნიშვნელოვან არქეოლოგიური სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება. კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავიანის ციხის ისტორიისა და მისი ფუნქციის უკეთ შესწავლას.[ექსპედიციის ხელმძღვანელი — არქეოლოგი ტარიელ ებრალიძე.]

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.