ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პროგრამისფარგლებში, დღეს სოფელ გედსამანიის დავერტყვიჭალის მაცხოვრებლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მერი, თანაშემწესთან, ჟანანემსაძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან , ლენა აბაშიძესთან , და მერის წარმომადგენელთან, კახა ლომიძესთან ერთად იმყოფებოდა.

მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან უშუალოდმოისმინა საპროექტო წინადადებები და მათთანერთად განიხილა თითოეული იდეისგანხორციელების შესაძლებლობა. 

კობა ლურსმანაშვილი:

,,შეხვედრამ მოსახლეობის მაღალი აქტივობისფონზე ჩაიარა. სასიხარულოა რომ მოქალაქეებიგრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას დააქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვისმნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში."

ხარაგაულის მერმა,  განმარტა, რომ პროგრამისფარგლებში სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მცირე  პროექტები განხორციელდება.

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობისწინაშე ის მასშტაბური და სერიოზული პროექტებიდააანონსა, რომლის განხოეციელება, ხუნევისადმინისტრაციულ ერთეულში  სხვა  ფონდებიდანმიღებული დაფინანსებით იქნება შესაძლებელი.

მერიის აქტიური მუშაობის შედეგად წარდგენილიამოთხოვნა გედსამანიის და ხუნევის საჯაროსკოლების სრული რეაბილიტაციის მიზნით.

დაგეგმილია გედსამანიის საბავშვო ბაღისმშენებლობა.

მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის ფარგლებში, სოფელ გედსამანიაში  გზარეაბილიტირდება, რიკაძეების და ჩადუნლებისუბანში.

შეხვედრებზე კობა ლურსმანაშვილმა ხუნევისადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს ,  ავტობანზე წვდომის დაკარგვის გამო, მუნიციპალურიტრანსპორტის შეთავაზება გაუკეთა.

ალტერნატიული საავტომობილო გზის გაკეთებამდესაქასრიის, ხუნევის, ვეტყვილის, ვერტყვიჭალის  დაგედსამანიის მაცხოვრებლები  მუნიციპალურიტრანსპორტით ისარგებლებენ.

მერის დავალებით , მერიის შესაბამისი სამსახურებიაღნიშნული მომსახურეობის შესყიდვაზე უკვემუშაობენ. რეგიონული განვითარების დაინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერდაფინანსებული სოფლის მხარდაჭერის  პროგრამისფარგლებში,ხარაგაულში

შეხვედრები 24 იანვრიდან 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

ხარაგაულის 79 სოფლის მაცხოვრებელს ხარაგაულისმერია შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს დაუშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სოფლისგაძლიერებაში. 

ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგიინიციატივები განხორციელდება:

ხუნევში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გარეგანათების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვაგადაწყვიტეს. 

გედსამანიაში ხიდბოგირი გაკეთება ჩადუნლებისდა ჭალის უბანში. 

ასევე მოხდება გარე განათების ქსელის მოწყობა დაეკლესიის შემოღობვა.

სოფელ ვერტყვიჭალაში მოსახლეობისგადაწყვეტილებით, გზა მობეტონებაგოგოლაძეების უბანში და გარე განათების ქსელისმოწყობა გოგოლაძების და ციცქიშვილების უბანში.

სოფელ ვერტყვილაში ხმათა უმრავლესობით საყრდენი კედლის მოწყობა გადაწყდა აბაშიძეებისუბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა და გზისგასწორხაზოვნება ხუწურის უბანში.

გარე განათების ქსელის მოწყობა ბლიაძეების დალურსმანაშვილების უბანში.

წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და ავზის შეძენაგოგიაშვილების უბანში.

სოფელ ბჟინევის მაცხოვრებლებმა პრიორიტეტადსასაფლაოს შემოღობვა მიიჩნიეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 890 ათასი ლარი გადმოეცა.

აღნიშნული თანხა სოფლებზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.