ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების კენჭისყრა გაიმართა. შედეგები უკვე ცნობილია. მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტი დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. 

ალში წარდგენილ პროექტებზე ხმის მიცემა შეეძლოთ მხოლოდ ალში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

ხმათა უმრავლესობა - 290 ხმა (საერთო ხმების 68%) მიიღო პროექტმა „შიდასაუბნო გზის მოასფალტება გოგლიენთ უბანში“. შესაბამისად, პროექტი დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. 
კენჭისყრაზე წარდგენილი იყო კიდევ ორი პროექტი - "საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია და გათბობის სისტემის მოწყობა", რომელმაც 56 ხმა (ხმათა 13%) მიიღო. პროექტმა „სკოლასთან მისასვლელი შიდა გზის მოწყობა“ კი მიიღო 83 ხმა, რაც საერთო ხმების 19%-ა. 
კენჭისყრაში მონაწილეთა 60% მამაკაცები, ხოლო 40% ქალები იყვნენ. 
პროექტი სლოგანით „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. 
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროგრამის "კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში.