ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების კენჭისყრის ეტაპზე გადასული იდეები გამოვლენილია. 

დღეს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და საბჭოს სხვა წევრები. 


საბჭომ იმსჯელა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადების შესახებ. კენჭისყრის ეტაპზე გადასულია 57 განაცხადი. აქედან 25 განაცხადი სოფელ წაღვლში, 16 განაცხადი სოფელ თაგვეთში და 16 განაცხადი სოფელ ცედანში. 


განაცხადები მოიცავს 9 საპროექტო იდეას, რომლებიც ძირითადად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება.
კერძოდ,  სოფელ წაღვლში კენჭისყრის ეტაპზე გადასულია ხუთი საპროექტო იდეა:
აბისთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - (7 განაცხადი);


სკვერის მოწყობა - (12 განაცხადი);
მოედნის დასრულება (სკვერი) – (2 განაცხადი);
შიდა გზის რეაბილიტაცია (ბეტონის საფარის და სანიაღვრეების მოწყობა) - (2 განაცხადი) ;
სკვერის და სპორტული მოედნის დასრულება - (2 განაცხადი).
სოფელ თაგვეთში კენჭისყრის ეტაპზე ორი საპროექტო იდეა გადავიდა:
ავარიული გზის აღდგენა -  (10 განაცხადი);
ბეტონის გზის მოწყობა - (6 განაცხადი);
ასევე ორი საპროექტო იდეა გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე სოფელ ცედანშიც:
ბეტონის გზის მოწყობა - (10 განაცხადი);
მინი სპორტული მოედნის მოწყობა - (6 განაცხადი).
კენჭისყრა მიმდინარე წლის 28-29 მაისს ჩატარდება. ამასთან, სოფელ წაღვლში ხმის მიცემა ელექტრონული წესით (sms-ების საშუალებით) განხორციელდება, ხოლო თაგვეთსა და ცედანში ტრადიციული მეთოდით (ბიულეტენების საშუალებით).