ხაშურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში, რომელშიც 170-მა მოზარდმა და ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირს მსაჯობდა ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მწვრთნელ- მასწავლებელი ჭადრაკში ალექსანდრე ჭადაშვილი.

საპრიზო ადგილებზე გასულები დიპლომებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, N1 საჯარო სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა, მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ და განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ გაჩეჩილაძემ, სიგელები გადაეცა ტურნირის ყველა მონაწილეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ: ივლიტა გელაშვილი; ანდრია აკოფაშვილი (5-7 წლის ასაკობრივი კატეგორია); კესო კილაძე, გაბრიელ ჭადაშვილი (8-9 წლის ასაკობრივი კატეგორია); მარიამ მჭედლიშვილი, ალექსანდრე აკოფაშვილი ჭადაშვილი (10-11 წლის ასაკობრივი კატეგორია); ბარბარე გელაშვილი, ანდრია კახიშვილი (12-13 წლის ასაკობრივი კატეგორია); ნათია ამზალიევა, შიო გოგალაძე (14-18 წლის ასაკობრივი კატეგორია); თამარ ახალკაცი, ჰენრი ბაღდინოვი (უფროსი ასაკი) 
აღსანიშავია, რომ ტურნირის გამარჯვებულთა შორის იყვნენ შვილები და მშობლები. გამარჯვებულთა ფინალი N1 საჯარო სკოლის მოედანზე არსებულ ჭადრაკის მაგიდაზე გაიმართა. 


შეჯიბრის ჩატარებას ხელმძღვანელობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური და ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა.