ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა  „მომავლის სახლისა“ და „დღის მოვლის ცენტრის“ აღსაზრდელებთან მომუშავე პერსონალს დედის დღე მიულოცეს. 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს მათ დიდ შრომას და მნიშვნელოვან როლს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა თუ მათზე მუდმივად ზრუნვის საქმეში და განგრძობითი მხარდაჭერა დაუდასტურეს.