ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ფემიციდის საწინააღმდეგო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის "არა ფემიციდს" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც  ხაშურის რაიონული პროკურორი არჩილ ბედუკაძე და პროკურორის მოადგილე როზა სამუშია უძღვებოდნენ.  

საინფორმაციო კამპანიის მიზანს  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია წარმოადგენდა. შეხვედრას  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.