ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფელ ოსიაურში, 1921 წლის 4-6 მარტს გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, პირველმა მოადგილემ ლევან გამრეკელმა, სამანდატო, საპორცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1921 წლის 4-6 მარტს ქართული არმიის მთვარსარდალ კვნიტაძის და გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით, წითელი არმიის წინააღმდეგ კონტრშეტევა განხორციელდა. ხაშურში განთავსებული იყო მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა ევალებოდათ იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს.
ოსიაურთან შეტაკებისას 120 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.