ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში , მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.
ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს- ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.