სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.- ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.