მეოთხე დღეა ხულოში, საგანგებო რეჟიმში გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.


მუნიციპალიტეტში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა საფრთხე შეუქმნა აქ მცხოვრებლებს.  ამდროისთვის უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 44 ოჯახი.

დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

დღეს, სტიქიური პროცესების მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობის წევრები, გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები
ყინჩაურში, ვაშლოვანში, გელაძეებსა და ღურტაში იმყოფებოდნენ.

მერიაში, 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი - +995 551 00 52 72.