სპორტული გამოცემა Geo Team-ის ინფორმაციით, ფრანგული საფეხბურთო კლუბ "პსჟ"-ს ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, ფეხბურთელი თორნიკე კვარაცხელიამ "ბაიერნში" ითამაშა.
“შემიძლია დავადასტურო, რომ კვარაცხელიას ძმა ჩვენთან იმყოფებოდა. ივარჯიშა და ითამაშა საცდელი მატჩი ასაკობრივ გუნდთან ერთად, სადაც გოლიც გაიტანა. სუპერ ტალანტია და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში." - თქვა პრესკონფერენციაზე ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფრაუნდმა.
მატჩი, სადაც თორნიკე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ბაიერნის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. - წერს Geo Team-ი.