ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელ კაბალში 28 წლის ელნურ ქასიმოვი თანასოფლელმა დანით დაჭრა. მამაკაცს  3 ჭრილობა  მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების  ინფორმაციით, პაციენტის მდგომარება მძიმეა, თუმცა მის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.