საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს. სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები უკვე მზად არიან, გიმასპინძლოთ ზუგდიდის მთავარ მოედანზე.
„იუსტიციის სამინისტრომ დავასრულეთ სამზადისი ქალაქ ზუგდიდში. მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს დილიდან ელოდება მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიებები, არაერთი ინტერაქტიული სივრცე, ჩვენი ეროვნული არქივის ინსტალაციები, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებლობის ისტორია, ისე ჩვენი გაქრისტიანების შესახებ არქივში დაცული მასალები; აგრეთვე, ზუგდიდის შესახებ ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ჩვენს არქივში ინახება. ნებისმიერი ასაკის სტუმარს აუცილებლად შევთავაზებთ ძალიან საინტერესო აქტივობებს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ.
ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი!
1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს! ეს დღე ჩვენია!