2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6759 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.55 თეთრი შეადგინა.