28-29 აგვისტოს აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში კონტაქტურ კარატეში მეექვსე ტრადიციული ღია საერთაშორისო ტურნირი - Full Contact Karate USA OPEN - 2026 გაიმართა.
ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროს მედლით დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა. კარატისტებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ), დათა ფუტკარაძემ (-80 კგ) და დავით მსხალაძემ (+80 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს.
ფინალურ ორთაბრძოლაში მინდია მგელაძემ რუსი, დათა ფუტკარაძემ გერმანელი, დავით მსხალაძემ კი ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. სამივე მათგანი ისტორიაში პირველად აშშ-ის ღია ტურნირის გამარჯვებული გახდა.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს