„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი, არის ვარდნა. უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რა ითქვა, ამას ვერ დამაცდენინებთ." - – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს, მე ვამბობ ასევე. ჩემი მეგობარი იჯდა აქ, ზაზა ნიშნიანიძე და გახსოვთ მამამისის განუზომლად ლამაზ საღამოს „პაემანი ვერაზე“, ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს „პაემანი ვერაზე“. ერთი მხარე საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე მხარე ამბობს პირიქით, ეს მხარეები არ გამოვა, ჩვენ ეს დაგვემართა ერთხელ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობის დამსახურება, რაც არის ბიზნესის დამოუკიდებლობა. ეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რადგან იმ ოთახში ისხდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ყველაზე მთავარი, შეთანხმდნენ, რომ ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ ღია ეთერში. უკვე დაფიქსირდა სახელებიც და გვარებიც და მათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ. არის ასეთი დაპირება“, – განაცხადა პაპაშვილმა.