დღეს,ლენტეხში ტრადიციული-რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა აღინიშნა, რომელიც აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება და ,,სულთმოფენობის”დღესასწაულს ემთხვევა.

სახალხო დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი სტუმარი და მომლოცველი შემოუერთდა.

დღესასწაულზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი- გია ონიანი, მერის მოადგილე- ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი გაზდელიანი.

,,სკალდობა-2023’’ სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული ტურნირები: სვანური ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და დოღში, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოება.

დოღში გამოვლენილ საუკეთესო მხედარს დეპუტატმა გოჩა ენუᲥიძემ პირადი ინიციატივით- ცხენი გადასცა, ll ადგილზე გასულს კი სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადი ინიციატივით -უნაგირი, ხოლო lll ადგილის მფლობელი ფულადი პრიზით დასაჩუქრდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები მკლავჭიდში:აბსოლიტური მარჯვენა- გიორგი ქურასბედიანი.აბსოლიტური მარცხენა-გიორგი თედორაძე.

სვანურ ჭიდაობაში (ლიბრგიელ) ,,მარკლანი’’ გამარჯვებული გახდა თორნიკე გვიჭიანი; ll ადგილი-გიორგი გუგავა, lll ადგილი- სანდრო ახლოური.

60კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები არიან: l ადგილი -გიორგი ჩანქსელიანი; ll ადგილი-ზურაბ გალობერი; lll ადგილი- გრიგოლ ლიპარტელიანი.

70 კგ. წონითი კატეგორია: l ადგილი- გიორგი ახვლედიანი; ll ადგილი- სანდრო ახლოური; lll ადგილი- ლუკა ქურასბედიანი.

85 კგ. წონითი კატეგორია: l ადგილი- თორნიკე გვიჭიანი; ll ადგილი- გიორგი გუგავა; lll ადგილი-გიორგი გაზდელიანი.

ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოჭიდავის პრიზი გადაეცა გრიგოლ ლიპარტელიანს.რაინდული შემართებისთვის დასაჩუქრდა გიორგი გაზდელიანი.ღონისძიებაში მონაწილე ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელებით და ფულადი პრიზებით.

სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: გოდერძი ჩანსელიანმა, ბესო(ალვერდი) ჩანქსელიანმა, ბიძინა ჩანქსელიანმა, არჩილ ლიპარტელიანმა, გაგა ქურასბედიანმა, ბესო ჩანქსელიანმა, გია (არჯევან) ჩანქსელიანმა, ონისე ბენდელიანმა, ონისე გუგავამ, სოსო ჩანქსელიანმა, დათო ჩანქსელიანმა, სანდრო ქურასბედიანმა.

სულთმოფენობის მადლი ეწეოდეს სვანეთს და სრულიად საქართველოს!