ამ ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა და მინდა, პოზიცია გამოვხატო, ანალიზი გავაკეთე. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ და ციხეში არიან გამოკეტილი, მინდა, სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი ელოდება, რომ აიყვანენ და ჩამოახრჩობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმათბილისი საქალაქო სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„როცა აქ მოვდივარ, მინდა, 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანზე. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯეთდილეგებში ჩაგვყარეთო, რამდენი ადამიანი მოწყვტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ ორი თვეა, ბრალად რა მედება? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? თუკი ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება, არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გინახავთ ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცლხით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი, „სისტემა უნდა დაინგრეს“, თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი. ორი შვილი მყავს, მათაც დაააკლდათ მამა. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი რომ ვამბობდი, შე მასხარა, მატყუარაო, ამბობდნენ. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზეგასრესვაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვინ რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფესბეს“ აგენტია, მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო, ჩემზე ამბობდნენ. მიქაუტაძეზე რომ ვთქვი პარლამენტში, ეს როგორ მოიყვანეთ-მეთი, ოთხ წელში დააკავეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ. სუსმა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა და 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.