„უსამართლოა ევროკომისიის გადაწყვეტილება და ეს არ არის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა

"ვინც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ქალბატონი მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებაა, რომ კანდიდატ წევრებს უნდა აეკრძალოთ აშშ-თან ურთიერთობა. შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა.