სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო - გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა, საიდანაც 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე.
„წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო. გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა. აქედან 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, საჯარო სამსახურისთვისაც. ახალი სისხლი, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.