თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, რეებს აკეთებთ, სადამდე დაეცით, რის ფასად შვებით ამას? - ასე მიმართავს პარტია "ფედერალისტების" ლიდერებს, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
"Tamara Chergoleishvili @ გიგა ბოკერია, რეებს აკეთებთ, სადამდე დაეცით, რის ფასად შვებით ამას?ასე როგორ დაგაკომპლექსათ ბაჩო ახალიამ, რომ ყველა მიმალულმა ტვინის გადახრამ ერთდროულად გაგისხათ. კი ვიცი, “ბავშობიდან”რომ ებრძვით და წარმატებულადაც, მაგრამ ახლა აღმოაჩინეთ, რომ თურმე ვერ მოერიეთ?!“მოწმედ არ გამოვდგები” კი არა, ღია ტექსტით ხიხოსტანის პროკურორებად იქეცით. დაეწიეთ და გაასწარით კობახიძე-წულუკიანს აღვირახსნილ რევანშში. დედაა, რას გავხართ, ნეტავ იცოდეთ!
P.S. ზოგადად, ძალიან ვერიდები იმ ადამინების შეჩვენებას, ვისაც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამის გატარება უბრალოდ თვითშეფასებას დამიქვეითებს. ასე რომ, მიდით! მზად ვარ თქვენი ბილწსიტყვაობა ვისმინო კი არა, გავატარო.- წერს მაია ნადირაძე "ფეისბუკში".