გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 123 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 42 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 41 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 21 -  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 9 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 70 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 15 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 321 კი - სხვა დარღვევა.

ყველაზე მეტი - 167 დარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 136 - ქვემო ქართლში, 67 - შიდა ქართლში, 53 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 - იმერეთში, 45 - მცხეთა-მთიანეთში, 41 - აჭარაში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი - გურიაში. 

დარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის მაისის თვეში თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.