„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებისა და პლატფორმების განვითარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის.
„დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და თანამშრომლობის პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რაც დღესაც იყო გაჟღერებული, რომ თანაბრად იყოს განაწილებული უფლებები და ეს ეკუთვნის ყველა სახელმწიფოს და არ არის ერთი ან ორი სახელმწიფოს საკუთრება ის, რაც ხდება დღეს კოსმოსში და რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.