სალომე ზურაბიშვილი სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„მის მოთხოვნას ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ამისთვის არანაირი საფუძველი რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს არანაირი კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მის მოქმედებას. მას არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი. ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების თარიღი.