ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რა დროსაც ავტომობილში ორი ადამიანი იჯდა.


დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.