39 წლის გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით ყვარლის ტყეში იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ცნობისათვის, გიორგანაშვილი 12 ივნისს, დილით თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მთის მიმართულებით მიდიოდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გიორგანაშვილის კუთვნილი ავტომობილს სამართალდამცველებმა ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.