პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი პარტიის წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
"ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე. თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული!
არ შეგრჩებათ! მწარედ მოიმკით დღევანდელ დღეს!" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".