სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ეკლესია და ხალხი დგას ერთ მხარეს - სამშობლოსა და სარწმუნოების მხარეს, ეს ერის ერთიანობას უზრუნველყოფს.
„ბევრი გვისაუბრია ჩვენ ამაზე, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი ერის ერთიანობა მაშინ, როდესაც ეკლესია და ხალხი დგას ერთ მხარეს - სამშობლოს და სარწმუნოების მხარეს. ამ შემთხვევაში, დაყოფა და ბატონობა გარე ძალების მიერ არის ერთი ორად რთული და ეს არის ერთადერთი გასაღები, რის გამოც ასე შეიძლება, ვინმე ლაპარაკობდეს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.