ხალხის დამოკიდებულება იგრძნობა თავისი ეროვნულობისა და იდენტობის მიმართ იმაში, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ილია მეორის მიერ დაწესებული დღესასწაული პატრიარქ შიო მესამის მიერ გაგრძელდება და ბევრი ათწლეული ასე იქნება. 

 „ხალხის დამოკიდებულება იგრძნობა თავისი ეროვნულობისა და იდენტობის მიმართ იმაში, რაც დღეს ხდება. ჩვენი უწმინდესის დაწესებულ დღესასწაულში ვლინდება, პატრიარქ შიო მესამის მიერ ამ ტრადიციის გაგრძელებაში, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ათწლეული იქნება.

ეს დამოკიდებულება არის გარანტი იმისა, რომ იქნება ჩვენი ქვეყანა, ვიდრე იარსებებს სამყარო, იქნება ქართველი თავისი ეროვნულობით, იდენტობით, რწმენით და დამოკიდებულებით ოჯახისა და მშობლების მიმართ. ამისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს ხდება. ხალხის სიმრავლიდან დაწყებული ამ ადამიანების ანთებული თვალებით გაგრძელებული და ამ დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულებით დამთავრებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.