მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას 102 წლის იუბილე მიულოცა.
ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „ასეთი ადამიანები ჩვენი მუნიციპალიტეტის ცოცხალი მემატიანეები არიან. 102 წლის ასაკში ქალბატონი ლიდა 32 შთამომავლის გარემოცვაშია, რაც უდიდესი ბედნიერებაა. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ზრუნავს უხუცეს ადამიანებზე“ - აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.