მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს 29 დეკემბერს მოსული თოვლის შედეგად მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემები. მერმა შესაბამის უწყებებსგან მოისმინა არსებული საჭიროებები, ერთობლივად დასახეს სამოქმედო გეგმა და განსაზღვრეს წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის გზები. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დროულად და კოორდინირებულად მოახდენენ რეაგირებას არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.