30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა და მერის მოადგილე ნანა ბირკაია, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მარტვილის განყოფილებას ესტუმრნენ, ქართული არმიის დაარსებიდან 35-ე წლისთავი მიულეცეს და წარმატებები სურვეს. 

„უკვე 35 წელია, ჩვენი თავდაცვის ძალები ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის სადარაჯოზე დგას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით სამშობლოს. განსაკუთრებით მეამაყება ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების წვლილი ამ საქმეში. გისურვებთ მხნეობას, გაუტეხელ სულს და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მშვიდობა და წინსვლა ჩვენს ძლიერ, ქართულ ჯარს!“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.