მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონისა საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 1 423 114 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.