მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი და ენერგიული პროგრამა დახვდათ. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საუკეთესო კადრები და მოგონებები დაეფიქსირებინათ. დღის განმავლობაში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში.

ახალგაზრდებთან ერთად აქტივობებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილეებთან ერეკლე ზარანდიასა და ნანა ბირკაიასთან ერთად ჩაერთო.

ღონისძიება მუსიკალურად DJ GURI DE SAL-მა დახურა.