1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.  

  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ და მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. აზა ადამიას სახელობის სკოლის ეზოში, № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და პატივი მიაგეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.  მარტვილის წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.