მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონი-მეურნეობის და დღვანა-ლექობალიეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში 4 400 მეტრზე დაიგება ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოების ღირებულება 1 397 399 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.