"ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის" - ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ქედაში, შუახევსა და ხულოში სულ 13 ვაკანსიაა. განსაკუთრებით პრობლემურია უცხო ენისა და ტექნიკური საგნების სპეციალისტების პოვნა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა წახალისების მიზნით კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს დამატებით 1000 ლარი დაენიშნებათ.
დაინტერესებულ პირებს, დეტალური ინფორმაციის გაცნობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მუნიციპალიტეტებში ერთი წლით დაინიშნებიან.