ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.
სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში ახალი საჯარო სკოლები 150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ განახლებული შენობები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.