ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობას განაგრძობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ იდლიანის, ნაკრასა და იფარის საჯარო სკოლების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლები. სასწავლო სივრცეებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკები, ასევე სპორტული მოედნები.
განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.