მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში წესრიგის და უსაფრთხოების დამყარებაზე, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი ხალხით და ადამიანების უფლებების განუხრელი დაცვით. ჩვენ ახალ ხალხთან ერთად ბოლომდე გავწმინდავთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს კორუფციისგან. მძლავრი დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სამსახურის (რომლის მსგავსის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული უკრაინაში) მეშვებით სუსი საერთოდ გასაუქმებელია და შესაქმნელია კონტრდაზვერვის ეფექტური სამსახური რუსეთის, ირანის და სხვა მავნე აქტორების გავლენების აღსაკვეთად. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ამ ბოლო დროს გაგიგიათ თუ არა, რომ თქვენი ძალიან ახლობლის შვილი, ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა, ნარკოტიკის გადაყლაპვის შემდეგ? ივანიშვილი დაგპირდათ იაფ ფულს და სინამდვილეში მოგიტანათ იაფი ნარკოტიკი.
შეგშინებიათ თუ არა ქუჩაში შვილის გაშვება იქ მომრავლებული შავი ელემენტების შიშით? 
გახშირდა თუ არა თქვენს სამეზობლოში ხმაურიანი გარჩევები?
შეგხვედრიათ თუ არა პოლიციის უხეშობა და თავგასულობა?
უარი გითქვამთ თუ არა ტენდერზე განაცხადის შეტანაზე იმიტომ, რომ იქ უკვე მთავრობასთან უკვე სხვას აქვს ჩაწყობილი?
მოისმინეთ თუ არა ინფორმაცია მოხელეების საოცრად გახშირებულ „თვითმკვლელობებზე“ და ციხეებში მიყოლებით საეჭვო გარდაცვალებებზე?
აი ათ კაციან საკნებში ერთი რომ ზედა „საწოლიდან ჩამოვარდა“ და მეორემ „თავი ჩამოიხრჩო“ და ციხის ადმინისტრაცია, რომ ამ ვერსიებს აწვება უტიფრად?

Welcome to Ivanishvili’s criminal Georgia 

კრიმინალი და მისი თანმდევი დიდი საფრთხე დაბრუნდა მთელი ძალით ჩვენს ქუჩებში, ეზოებში, სკოლებში, ისევ იჭრება ჩვენ სახლში ჩვენს საბანკო ანგარიშებში. წესიერ, კარგად მსწავლელ ახალგაზრდებს ცალ-ცალკე მოიხელთებენ ხოლმე და ატერორებენ სამეზობლოს 10-15 „კაი ბიჭების“ ბანდები, ისე როგორც ჩემს ბავშვობაში და 90-იან წლებში იყო. ნარკოტიკები მოედო ქვეყანას და უამრავ ადამიანს კლავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
როგორც ადამიანმა, ვინც პირველად ისტორიაში დაამარცხა კრიმინალი, ქურდული გაგება საქართველოში, მინდა განგიმარტოთ თუ რა არის სიტუაციის ასეთი მკვეთრი გაუარესების მიზეზები.

ჯერ ერთი, მთავარი სათავე, როგორც ხდება ხოლმე, პირველ პირშია. უკვე ყველამ იცის, რომ კრიმინალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ივანიშვილის ოჯახთან და მის მიერ კონტროლირებად არალეგალურ ბიზნესებთან და პოლიტიკურ ინტერესებთან. 

„ბიზნესში“ იგულისხმება პირველ რიგში ქოლ-ცენტრები, რომლებიც როგორც გაირკვა არის ბიტკოინებთანდ ა მშენებლობასთან ერთად ივანიშვილების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო. ქოლცენტრების კონტროლი აქამდე ხორციელდებოდა ჯერ ერთი სუსის დონეზე და სუსის პარალელურად ფეიქრიშვილების, „კაწროს“ და ვატო ყიფიანის მეშვეობით და სწორედ ქოლცენტრებს უკავშირდება ბაჩალეიშვილის, რამდენიმე სუსელის და პოლიციელის და ალბათ ბევრი სხვის მკვლელობა, პოლიტიკური ინტერესი ისედაც დღესავით ნათელია.
ივანიშვილი კრიმინალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესს, კრიმინალს იყენებენ ქუჩის პროტესტის დასაშინებლად. სანამ ამ ოჯახს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მართვის სადავეებს, კრიმინალი მხოლოდ გაძლიერდება და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას შეიწირავს.

კრიმინალის გააქტიურების მეორე ძირითადი მიზეზი არის პოლიციაში და სუსში ხელახლა გაბატონებული კორუფცია. ვინმეს ახსენდება ჩემ დროს რომელიმე გამდიდრებული, თუნდაც ერთი პოლიციის უფროსი ან სუსელი? ახლა კი რამდენიც გინდა იმდენია. ეს, რა თქმა უნდა, ხდება კრიმინალთან გარიგების და მასზე ხელის დაფარების შედეგად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საბჭოთა დროს და 90-იანებში.

მესამე მიზეზი არის ციხეებში ქურდული წესების და კრიმინალური სამყაროს დაბრუნება, ჩემამდე ქუჩის კრიმინალი პირდაპირ ციხიდან იმართებოდა კანონიერი ქურდების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ტელეფონები და ხაზზე ჰყავდათ გარეთ მყოფი კრიმინალები, უკვეთავდნენ მათ მკვლელობებს, ქურდობებს და სხვა დანაშაულებს. ახლა კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლი ციხეში ისევ გაჩნდა და ამის უტყუარი დასაბუთებაა ბოლო დღეების ორი მკვლელობა პატიმრების თანამესაკნეების მიერ (აი ერთმა ვითომ თავი რომ ჩამოიხრჩო 10 პატიმრიან საკანში და მეორე ვითომ საწოლიდან რომ ჩამოვარდა და დაიღუპა).

ციხის კრიმინალები ძალიან წაახალისა იმან, მე რომ მათრიეს 2021 წლის ნოემბერში გლდანში, კრიმინალების თვალწინ და გამატარეს მათ მწკრივში. ამან მკვეთრად გააძლიერა კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლი და დააზიანა მთლიანად საზოგადოება. 

და ბოლოსდაბოლოს კრიმინალს ახალისებს ე.წ. ხელისუფლების კრიმინალური გაგება. ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე ქოცები ხელმძღვანელობენ არა კანონით, არამედ შავი გაგებით. მარტო ღარიბაშვილის გამონათქვამები რად ღირს, ციხეში ჩუმად ჩავჯექი, იმიტომ რომ გუნდისთვის არ მინდა მეწყენინებინაო - რითი არ არის იგივე, როგორც ბოთლზე დასმა? 🍾😮

რა არის ამ სიტუაციის გამოსავალი და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილების გზა. ნუ პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების სასწრაფოდ ცვლილება, სანამ ეს არ მოხდება, თქვენ ისევ დაგხვდებიან სახლებთან. თქვენს შვილებს ისევ გაუყრიან დანას. თქვენ ძარცვას და გაუბედურებას ისევ გააგრძელებენ, გახშირდება ხმაურიანი გარჩევები. 

ამის შემდეგ, მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში წესრიგის და უსაფრთხოების დამყარებაზე, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი ხალხით და ადამიანების უფლებების განუხრელი დაცვით. ჩვენ ახალ ხალხთან ერთად ბოლომდე გავწმინდავთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს კორუფციისგან. მძლავრი დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სამსახურის (რომლის მსგავსის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული უკრაინაში) მეშვებით სუსი საერთოდ გასაუქმებელია და შესაქმნელია კონტრდაზვერვის ეფექტური სამსახური რუსეთის, ირანის და სხვა მავნე აქტორების გავლენების აღსაკვეთად.

სამართალდამცავი ორგანოები ცხვირს ვეღარ ჩაყოფენ ბიზნესში და ეკონომიკაში. ზოგადად პირველი პირი და ყველა მოხელე თავად უნდა იძლეოდეს მაგალითს წესიერების და მოუსყიდაობის, როგორც ჩემს დროს იყო და კიდევ უფრო გაძლიერებული სტანდარტით დაბრუნდება.

მოკლედ იმისთვის, რომ კრიმინალი დავამარცხოთ, ყველაზე მოკლე გზა ამათი ქურდული გაგების მმართველობის მოშორება და ჩემთვის და ჩემი სრულიად ახალი გუნდისთვის ხელების გახსნაა." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".