ძვირფასო ნიკა გვარამია Nika Gvaramia , რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. ( ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ
) - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე".
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!"