საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.
მისი ვიზიტი საქართველოში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ურთიერთპატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აკავშირებს, რომლის გაღრმავებაც ორივე ქვეყნის ინტერესშია.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობაზე, მათ შორის, უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების კონტექსტში.
აფრიმ გაშის მადლობა გადავუხადე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
მჯერა, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ინტერესების განხორციელებას, არამედ სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას. - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.