საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავას შეხვდა

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.