სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ   4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს, 9 062 000 ოზურგეთის, 3 458 000 მარტვილის, 2 180 000 სიღნაღის, 940 000 ყაზბეგის,  990 000 ზესტაფონის, 583 000 ცაგერის, 3 883 000 გურჯაანის ს, 5 855 000 ჩხოროწყუს, 6 366 000 ჩოხატაურის, 4 027 000 თელავის, 1 872 000 ლაგოდეხის, 193 000  თიანეთის,  3 986 000  ქალაქ ქუთაისის, 5 738 000 ჭიათურის, 4 601 000 ონის, 2 059 000 საგარეჯოს, 1 750 000 ტყიბულის, 3 170 000 ზუგდიდის,  195 000 ხაშურის, 830 000 ლარი კასპის,  700 000 ბოლნისის, 380 000 ადიგენის, 1 185 000 ახალციხის, 500 000 ასპინძის, 1 110 000 საჩხერის, 444 000 ბორჯომის, 3 130 000 წალენჯიხის,  2 160 000 ლენტეხის, 4 480 000 ბაღდათის, 2 705 000 ვანის, 545 000 წყალტუბოს, 625 000 ხარაგაულის,  1 105 000 თერჯოლის, 1 785 000 სამტრედიის, 130 000 ხონის, 705 000 ხობის,  2 475 000  მცხეთის,  3 920 000 სენაკის, 1 440 000 აბაშის, 284 000 მესტიის, 2 500 000 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.