საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.

ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

 შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.  UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.