"ქოცები ხო მოღალადეები არიან და წულუკიანი ჩვეულებრივი ჯალათი, მაგრამ ამ “კომისიაზე” მიმსვლელებზე ცალკე თავი უნდა დაწერო სირცხვილს მიძღვნილ ტომში." - ამის შესახებ "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. 

დღეს, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა გამოიკითხა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

ასევე გამოკითხეს, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ომის ვეტერან  ლაშა ქოიავა   და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილე, შალვა ჯანაშვილი.