დღეს “სამართლიანმა არჩევნებმა“(ISFED) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ISFED-ი უარს ამბობს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა
“მეთოდოლოგია გულისხმობს როგორც დღის განმავლობაში რაოდენობრივი შედეგების დათვლას, ასევე საღამოს და ასევე თვისებებს. შენ თუ დღის განმავლობაში რაოდენობრივი და თვისებრივი შედეგებით გაქვს პრობლემები, ე.ი. ნიშნავს, რომ ვალიდური აღარ არის ის შედეგები, რაც დაგიდგათ.
თუ მე არ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი დამდგარ შედეგებს.
13%-ზე რომ მოსყიდვა იყო, ეს არის პივიტი შედეგი, 31%-ზე რომ იყო ამომრჩევლის აღრიცხვა, 19%-ზე რომ იყო ტრანსპორტირება - ეს პივიტი შედეგებია და რადგან პივიტის რაოდენობრივი დღის პროცესთან დაკავშირებით ასეთი პრობლემური, ამიტომ ვამბობთ შედეგებზე. ის ვეღარ იქნება შედეგები ვალიდური განმსაზღვრელი იმიტომ, რომ ამდენი პრობლემა ვიხილეთ. ჩვენ რომ პირიქით შედეგებზე გვქონდეს ახლა აპელირება, ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.