9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს.
ევროპის ჩემპიონატი 2016 და 2021 წლებში თბილისში ჩატარდა.
ტურნირის პირველ დღეს, ნინო შუბითიძემ (- 55კგ) კონტაქტურ კარატეში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონია გახდა.
გიორგი ბარნაველი (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მალხაზ ქაჯაია (- 70კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
გიორგი ძნელაძე (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონია.
ნანა ნიკურაძე (- 55კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
ედგარ აბგარიანი (- 65კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ოსკარ ჰინშლეი (- 65კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია