თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადარჩება - ამის შესახებ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ნონა მამულაშვილმა განაცხადა. 

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტიის მენეჯმენტი. აუცილებელია, დასავლეთთან და უკრაინასთან ბევრად უფრო აქტიური მუშაობა. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში ენმ- პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში. ამომრჩევლები ჩვენ გვთხოვენ, ვიბრძოლოთ გარეთ და საერთაშორისო ფრონტზე" - განაცხადა მამულაშვილმა.